Home
Category
TV Live Menu

საქართველოში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 1,6 მილიონი ტონით შემცირდა

582ecfd7a1185
BM.GE
18.11.16 13:53
1056
2016 წლის 9 თვეში საქართველოში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 31 მილიონი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1,6 მილიონი ტონით ნაკლებია.

აღნიშნულ პერიოდში საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 13,1 მილიონი ტონა იყო, რაც ასევე ჩამოუვარდება გასული წლის მონაცემებს, როდესაც ეს ციფრი 14,6 მილიონ ტონას შეადგენდა.

შემცირებულია საზღვაო ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობაც და აღნიშნული ციფრი 241,323 ერთეულს შეადგენს, გასული წლის 290,822-ის ნაცვლად.

რაც შეეხება სატრანსპორტო დარგების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას, წინა წელთან შედარებით საქართველოში 7 მილიონი მგზავრით მეტის გადაყვანა მოხდა.
რკინიგზის ტვირთბრუნვა წლის 9 თვეში 10,7 მილიონი ტონიდან 8,9 მილიონ ტონამდეა შემცირებული.

გაორმაგებულია სამოქალაქო ავიაციის მიერ გადაზიდული ტვირთების რაოდენობა.

Subscribe to our news

Get the main news of the day