Home
Category
TV Live Menu

საქართველოში საწვავი გაძვირდა

586b8d747ca72
BM.GE
03.01.17 15:38
1001
საქართველოში საწვავი გაძვირდა. ბენზინის ფასმა ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საშუალოდ 15 თეთრით, ხოლო დიზელის ფასმა კი 7-15 თეთრით მოიმატა.

საწვავის ფასის მატება ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადის მატებას და მსოფლიოში ნავთობის გაძვირებას უკავშირდება. კერძოდ, ბენზინის შემთხვევაში აქციზის ღირებულება ერთ ტონაზე 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზარდა; დიზელზე - 150-დან 400 ლარამდე; გაზზე, 1000 კუბურ მეტრზე - 80-დან 200 ლარამდე. ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ზეთებზე 400-დან 800 ლარამდე.

Subscribe to our news

Get the main news of the day