Home
Category
TV Live Menu

საქართველოში საწვავის ფასი გაიზარდა

576392df4a9f3
BM.GE
17.06.16 10:01
1288
საქართველოში საწვავის ფასი გაიზარდა. ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა სახის ნავთობპროდუქტებზე ფასები დაახლოებით 3-5 თეთრით გაიზარდა. ნავთობპროდუქტთა იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, ფასის მატება შეეხო ყველა კომპანიას, როგორც ბრენდირებულს, ასევე არაბრენდირებულს.
 
"ფასების მატება ცალსახად და პირდაპირ უკავშირდება საერთაშორისო ბაზარზე ფასების მატებას. ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად მომატებულია ბოლო თვეების განმავლოში და დღეს დაახლოებით 6 თვის მაქსიმალურ მაჩვენებელზეა.

პარალელურად მომატებულია ნავთობპრუქტების - ბენზინის, დიზელის საერთაშორისო ფასები პლაცის მიხედვით. ნავთობის ფასების პარალელურად ეს ფასიც მნიშვნელოვნად არის მომატებული. ეს გახდა სწორედ მიზეზი, რომ ჩვენთან ბოლო ორი თვის განმავლობაში რამდენჯერმე მოხდა ფასის კორექტირება", - აცხადებს მთვრალაშვილი.

Subscribe to our news

Get the main news of the day