Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოში შესაძლოა, ძველი ავტომობილების იმპორტი აიკრძალოს - რა იცის ინიციატივაზე ბიზნესმა?

BM.GE
13.09.22 18:32
276
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსის, ნოე მეგრელიშვილის განცხადებით, შესაძლოა, ქვეყანაში ძველი ავტომობილების იმპორტი აიკრძალოს. 

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, საუბარია ევრო 5-ზე დაბალი სტანდარტის მანქანების შემოყვანის შეზღუდვაზე, რაც თავის მხრივ, 2013 წლამდე გამოშვებულ მანქანებს შეეხება. მისივე განმარტებით, აღნიშნული ინიციატივის განხორციელება, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის შემცირებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. ნოე მეგრელიშვილის განცხადებით, ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია და აღსრულების მექანიზმის შემუშავების შემდეგ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინება. მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ, ქვეყანაში „ევრო 5“ სტანდარტის ქვემოთ ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება. აქვთ თუ არა ინფორმაცია მიმდინარე სამუშაო პროცესზე ავტოიმპორტიორებს და რას შეცვლის შეზღუდვა, მისი ამოქმედების შემთხვევაში, საავტომობილო ბაზარზე? 

სტუმარი: დავით გულაშვილი - კავკასიის ავტოიმპორტის აღმასრულებელი დირექტორი;

Subscribe to our news

Get the main news of the day