Home
Category
TV Live Menu

საქართველოში, შესაძლოა, ყავის ყაზახური ბრენდი SABAYON შემოვიდეს

5a0a9460cb37f
bm.ge
14.11.17 15:03
1120
საქართველოში, შესაძლოა, ყავის ყაზახური ბრენდი SABAYON შემოვიდეს - ინფორმციას ამის შესახებ ყაზახური მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, ყაზახური ბრენდის მიმართ დაინტერესება სულ უფრო იზრდება. სტატიაში აღნიშნულია, რომ ამ დროისთვის გაყიდულია სულ 8 ფრანშიზა, არამხოლოდ ყაზახეთში, არამედ საქართველოსა და რუსეთში. 2019 წელს იგეგმება SABAYON-ის გახსნა ჩინეთშიც.

"უპირველესი პირობა ჩვენი მხრიდან, რომლითაც მყიდველებს შესაძლებლობას ვაძლევთ ჩვენი სახელით იმუშაონ ბაზარზე, არის სურვილი - გახსნან ყავის სახლი. რაც შეეხება შენატანს ეს 2 მილიონი ტენგე ჯდება",- აცხადებენ კომპანიაში.

ყავის სახლების დამფუძნებლის მიზანია, მსოფლიოს გარშემო 5 ათასი ობიექტი გაიხსნას.

Subscribe to our news

Get the main news of the day