Home
Category
TV Live Menu

საქართველოში სიმინდის ზეთის პირველი ქარხანა წარმოებას სექტემბერში დაიწყებს

58e386afedde2
სალომე მეცხვარიშვილი
05.04.17 11:25
1015
საქართველოში სიმინდის ზეთის პირველი ქარხანა წარმოებას სექტემბერში დაიწყებს. როგორც "საქმის კურსს" კომპანია "კოლხას" ხელმძღვანელმა გიორგი ბუკიამ განუცხადა, ამ ეტაპზე ქარხანაში საბოლოო სამუშაოები მიმდინარეობს.

"ადგილზე ვაშენებთ ორ ქარხანას - სიმინდის ზეთის და საკვების კომბინირებულ საწარმოს, რომლებიც ნედლეულით არიან ერთმანეთთან დაკავშირებული. ეს ქარხნები ერთი თვის ინტერვალით დაიწყებენ მუშაობას",- აცხადებს გიორგი ბუკია.

მისივე თქმით, თითოეულ ქარხანაში დაახლოებით მილიონ-ნახევარი ლარია დახარჯული.

პროდუქცია ბაზარზე "ქარვას" სახელით გამოვა.

Subscribe to our news

Get the main news of the day