Home
Category
TV Live Menu

საქართველოში სიმინდის ზეთის პირველი ქარხანა წარმოებას წლის პირველ ნახევარში დაიწყებს

58963fa970fcc
BM.GE
05.02.17 10:00
1179
საქართველოში სიმინდის ზეთის 2 ქარხანა ქალაქ ხობში გაიხსნება, სადაც დააახლოებით 80-დან 100 ადამიანამდე დასაქმდება.

„პროდუქციის ექსპორტი ჯერ-ჯერობით არ იგეგმება, პირველ ეტაპზე ბიზნესი მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზეა გათვლილი, ხოლო რაც შეეხება კონკურენტუნარიანობის უპირატესობას, ჩვენი პროდუქცია იქნება ხარისხიანი, ნატურალური სიმინდისგან დამზადებული “, - განაცხადა კომპანია კოლხას ხელმძღვანელმა გიორგი ბუკიამ „ბიზნესკონტრაქტთან საუბრისას.

ქარხანა დღიურად 50 ტონა მარცვალს გადაამუშავებს, ხოლო ზეთის გამომუშავება დღიურად 1-1,5-ტონა იქნება. პროდუქცია ბაზარზე "ქარვას" სახელით გამოჩნდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day