Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოში სურსათის ბანკი შეიქმნება

BM.GE
05.10.21 18:25
415
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით სურსათის ბანკის შექმნას აანონსებს . პარლამენტმა საკანონმდებლო ჩარჩოზე მუშაობა დაიწყო. დოკუმენტის პირველადი ვერსიის განხილვას FAO-ს ექსპერტებთან ერთად აგრარულ საკითხთან კომიტეტი დაახლოებით 2 კვირაში გეგმავს. ცვლილებები შეეხება როგორც რითეილ ისე ჰორეკა სექტორს, რომელთაც საკვების არა ჩამოწერის და გადაყრის, არამედ დონაციის საშუალება მიეცემათ, რაც წახალისებული იქნება შესაბამისი საგადასახადო კანონმდებლობით. რა ნიშნავს საკვები ბანკი, როგორ იმუშავებს ის მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანო შესაბამის რეგულირების დოკუმენტს მიიღებს და როგორ ხვდება ბიზნესი დაანონსებულ ცვლილებებს?

Subscribe to our news

Get the main news of the day