„საქართველოში სურსათის ფასები მეზობელ სომხეთზე სწრაფად იზრდება“ - ამის შესახებ Galt & Taggart-ის სურსათის ფასების მიმოხილვაშია ნათქვამი. Galt & Taggart-ი FAO-ს მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ მსოფლიო ბაზარზე უკვე მეათე თვეა რაც სურსათის ფასები თვიდან-თვემდე კლებულობს. ასევე პოზიტიურია, რომ მიმდინარე წლის იანვარში გასული წლის იანვართან შედარებით, საქართველოში ინფლაცია პიკური 13.9%-დან 9.4%-მდე შემცირდა.მიუხედავად ამ ორი მნიშვნელოვანი ფაქტორისა, ქვეყანაში სურსათის ფასებში კლების ტენდენცია არ არის იმ ტემპის რაც მსოფლიო ბაზარზე ან სხვა სასაქონლო ჯგუფებში, მაგ. საწვავში ფიქსირდება.
სტუმარი: ევა ბოჭორიშვილი - Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსი;