საქართველო თანამედროვე სტანდარტების ასინქრონულძრავიანი ელმავლების წარმოებას იწყებს. "საქართველოს რკინიგზის" ცნობით, ერთობლივი საწარმოს-სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის ქარხნის მშენებლობაზე "საქართველოს რკინიგზასა" და ქართულ-ჩინურ კომპანიას შორის წინარე ხელშეკრულება დღეს გაფორმდება.
ერთობლივი საწარმო, დაფუძნებულია ჩინური მხრიდან CRRC-ის, ხოლო ქართული მხრიდან -BMI Partners და AS Group 1990 ის მიერ.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება 20 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორცილდება და ათასამდე ადამიანი დასაქმდება.