Home
Category
TV Live Menu

"საქართველოში უძრავი ქონება წლებია დოლარშ ივაჭრება და არ მგონია, რომ ეს მენტალიტეტი შეიცვალოს"

5889fbf5d7198
ნინო კვინტრაძე
26.01.17 17:37
1649
საქართველოში უძრავი ქონება წლებია დოლარშ ივაჭრება და არ მგონია, რომ ეს მენტალიტეტი შეიცვალოს,- ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტს" საშა ტერნესმა განუცხადა.

უძრავი ქონების კომპანიის Ternes Real Estate-ის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილება, რომლის მიხედვითაც ფასდადება მხოლოდ ლარში უნდა მოხდეს, უძრავ ქონებაზე ფასებს გაზრდის.

„ლარიზაცია ძალიან კარგია და ამ კუთხით ყველა ინსტრუმენტი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს გაზრდის ფასებს სავალუტო რისკების გათვალისწინებით. გაზრდილი ფასები კი მომხმარებელს დააზარალებს. ამიტმ ნეიტრალური პოზიციის მოძიებაა საჭირო“,- განაცხადა ტერნესმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day