Home
Category
TV Live Menu

"საქართველოში უნდა არსებობდეს ბიზნესმენთა ჯგუფი, რომლებიც იქნებიან სპიკერები უცხოელ ინვესტორებთან შეხვედრისას"

5797238c3717d
ელენე ჩომახიძე
26.07.16 12:42
905
"საქართველოში უნდა არსებობდეს ბიზნესმენთა ჯგუფი, რომლებიც იქნებიან სპიკერები უცხოელ ინვესტორებთან შეხვედრისას“, - ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა საქართველოში „ბიზნესკონტრაქტთან“ ინტერვიუში განაცხადა. პასკალ მენიეს თქმით, მომავალ წელს საფრანგეთში შეხვედრის გამართვა იგეგმება, სადაც სწორედ ეს ბიზნესმენები იქნებიან წარმოდგენილი. ელჩი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია საუბარი ყველაფერ იმაზე რაც საქართველოს პოტენციასლ წარმოაჩენს.

"ევროკავშირი ძალიან დიდი ოდენობის ფინანსურ ინვესტიციას განახორციელებს საქართველოში, საუბარია 1 მილიონ ევროზე, რომელიც როგორც ტექნიკურ დახმარებას, ისე სესხებს მოხმარდება სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად. ჩვენ გვსურს რომ ვუზრუნველყოთ ერთობლივი საწარმოების შექმნაც, რადგან სწორედ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით შესაძლებელი იქნება პროდუქცია ვაწარმოოთ საქართველოში და შემდეგ ყოველგვარი დამატებითი გადასახადების გარეშე გავიტანოთ ის ექსპორტზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. აუცილებლად უნდა ვთქვა რომ ეს ყოველივე შეუძლებელი იქნება თუ საქართველო არ დააკმაყოფილებს გარკვეულ სტანდარტებს. აი სწორედ ამაშია ჩვენი, საფრანგეთის დახმარება პირველ რიგში საჭირო.

პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, არის ის რომ მოვძებნოთ და შემდეგ მათ ვაჩვენოთ წარმატების ისტორიები და მაგალითები. საქართველოში უნდა არსებობდეს ერთგვარი ჯგუფი, რომელიც წარმატებული ბიზნესმენებისგან იქნება დაკომპლექტებული და სწორედ ისინი იქნებიან სპიკერები უცხოელ ინვესტორებთან შეხვედრისას. ვფიქრობ რომ მომავალი წლის დასაწყისში უკვე შევძლებთ რომ გავმართოთ დიდი შეხვედრა საფრანგეთში, სადაც სწორედ ასეთი ადამიანები იქნებიან წარმოდგენილი ფრანგ პოტენციურ ინვესტორებთან ერთად და ისინი მოყვებიან თავიანთი წარმატების ისტორიებს და ისაუბრებენ საქართველოს ბაზრის პოტენციალზე. ზოგადად ძლაიან რთულია როდესაც მაგალითად ფრანგულ მსხვილ კომპანიას წარმოადგენ, ეძებ პარტნიორს მსოფლიოს მასშტაბით დახედავ რუკას და საქართველო ფაქტობრივად არ ჩანს. ძალიან ძნელია მითუმეტეს წარმოიდგინო და აღიქვა თქვენი ქვეყანა როგორც ჰაბი. მაგრამ საკმარისია ერთი ვიზიტიც საქართველოში და შემდეგ უკვე აბსოლუტურად ეცვლებათ წარმოდგენა ფრანგებს აქაურობაზე და თქვენს ბაზარზე", - განაცხადა ელჩმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day