Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოში ვაქცინაცია იწყება

BM.GE
12.03.21 12:09
562
დიდხნიანი ლოდინის შემდეგ ვაქცინა საქართველოშიც შემოდის. როგორც გუშინ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა 13 მარტს ქვეყანა მიიღებს ასტრაზენეკას 43 200 დოზას და ზუსტად ამდენი ადამიანის აცრა დაიწყება. რაც შეეხება ამ პირების მეორედ ასაცრელი ვაქცინების რაოდენობას, მინისტრი ამბობს რომ მომწოდოებელი კომპანიისგან აქვთ დასტური, რომ 6-12 კვირაში ვაქცინის დამატებითი დოზები შემოვა.

ასტრაზენეკას გარდა მარტის ბოლოს ელოდება ქვეყანა ფაიზერის ვაქცინას. ასევე გუშინ ითქვა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს „მოდერნასთან“, „ჯონსონ და ჯონსონთან“. პარალელურად ისევ მოლაპარაკების სტადიაშია კოვაქსის პლათფორმის გამოყენებით საჭირო დოზების შემოტანა. საუბარია ვაქცინის ისრაელიდან დონაციაზე ან შეძენაზე. 

რაც შეეხება ჩინურ ვაქცინას და ცხადია გუშინდელ ბრიფინგზე ეს კითხვაც დაისვა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ჩინური "სინოფარმის" ვაქცინაც მიიღებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აკრედიტაციას. ქვეყანა კი მასთან წინასწარ მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს. პირველი ეტაპისთვის საუბარია 100 ათასს დოზაზე.

ჯანდაცვის მინისტრი ირწმუნება, რომ მოსახლეობაში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მიმართ იანვართან შედარებით დღეს განწყობები გაუმჯობესებულია, თუმცა იქვე აღიარებს რომ დამატებითი სამუშაოების ჩატარება აუცილებელია. მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ აქტიურობა განსაკუთრებით მაღალი მედიკოსების შემთხვევაში იქნება.

სტუმრები: სანდრო ურუშაძე - ჯანდაცვის სპეციალისტი; მაია რუხაძე - საქართველოს ალერგოლოგთა და იმუნოლოგთა ასოციაცია; გიორგი კამკამიძე - საქართველოს ალერგოლოგთა და იმუნოლოგთა ასოციაცია / კლინიკა “ნეოლაბის” დირექტორი
 
 
 
 






Subscribe to our news

Get the main news of the day