Home
Category
TV Live Menu

საქართველოში წარმოებული ასკილის წვენი ამერიკასა და ჩინეთში გაიყიდება

58133467caade
სალომე მეცხვარიშვილი
28.10.16 17:05
1246
Bio product company-ის მიერ წაროებული ასკილის წვენი ამერიკასა და ჩინეთში გაიყიდება. შესაბამისი შეკვეთა კომპანიამ ცოტა ხნის წინ მიიღო. პროდუქციის პირველი პარტიები საზღვრებს გარეთ, სავარაუდოდ, ნოემბერში გაიგზავნება.

როგორც კომპანიის დირექტორი ნინო აბაშიძე ამბობს, ამერიკაში გასასვლელად უკვე 2 წელია ემზადებიან და შესაბამისი სერთიფიკატის ასაღებად საკმაოდ რთული პროცედურები გაიარეს.

ასკილის წვენის წარმოება Bio product company-ის საოჯახო ბიზნესია. უახლოეს მომავალში ასკილის გარდა ალუბლის წვენის წარმოებასაც გეგმავენ.
როგორც საწარმოს დირექტორი აცხადებს, პროდუქტი დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვისაც არის განკუთვნილი. ამჟამად ასკილის წვენი მხოლოდ საქართველოს ბაზარზეა წარმოდგენილი.


Subscribe to our news

Get the main news of the day