Home
Category
TV Live Menu

საქართველოში წარმოებული "ჰიმალაის" იოდიზირებული მარილი და ყავისფერი შაქარი ექსპორტზე გავა

57eccb0b48ff3
BM.GE
29.09.16 12:00
1635
საქართველოში „ჰიმალაის“ იოდეზირებული მარილის და ყავისფერი შაქრის წარმოება ნოემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება. კომპანიამ „ჯდ თრეიდი“ მცხეთის მუნიციპალიტეტში საწარმოს მშენებლობაში მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა, პროდუქტი ქართულ დახლებზე სავარაუდოდ ნოემბრის ბოლოს გამოჩნდება. როგორც კომპანიის დირექტორი და თანადამფუძნებელი გიორგი ოსეფაშვილი "ბიზნესკონტრაქტთან“ საუბრისას განმარტავს, პროდუქციის 90% ექსპორტზე იქნება გათვლილი, 10% კი ადგილობრივ ბაზარზე. მისი თქმით, პროდიქციის შესყიდვაზე უკვე არის შეთავაზებები სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის როგორც რეგიონის ქვეყნებიდან, ასევე ამერიკიდან. ოსეფაშვილის განცხადებით, პროდუქციისთვის საჭირო ნედლეული იმ ქვეყნის მაღაროებიდან იქნება, სადაც ის მოიპოვება საქართველოში კი მათი გადამუშავება და დაფასოება მოხდება.

"პროდუქცია ქართულ ბაზარზე შესაძლოა ისეთი მოთხოვნადი არ იყოს, მაგრამ მსოფლიოში მოხმარების მაღალი მაჩვენებელია. მარტო მაერიკაში 50 000 ტონაზე მეტია იმპორტი ყოველწლიურად. ჩვენ უფრო კონკურენტუნარიანი ფასი გვაქვს, დაფასოება იაფი გვიჯდება. ასევე ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით უფრო მარტივია ჩვენთვის ამ ბაზარზე შესვლა, ვიდრე აზიელებისთვის", - ამბობს კომპანიის დირექტორი.

საწარმო ISO და HACCP სტანდარტის შესაბამისი იქნება და მასში თავდაპირველად 25 ადამიანი დასაქმდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day