Home
Category
TV Live Menu

საქართველოში წარმოებული პოლიურეთანი ე.წ ღრუბელი ექსპორტზე აზერბაიჯანში გავიდა

581c4d92c77a2
ელენე გოგბერაშვილი
04.11.16 12:55
1723
კომპანია "დენოლა" 2014 წელს "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში შეიქმნა და მის ძირითად საქმიანობას ე.წ ღრუბელის წარმოება წარმოადგენს, რომელიც მატრასებისა და ავეჯის წარმოებაში გამოიყენება. როგორც "დენოლას" თანადამფუძნებელმა "ბიზნესკონტრაქტს" განუცხადა, საწარმოს შექმნაზე ჯამში 2 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც მილიონ ნახევარი პროგრამის ფარგლებში აღებული სესხი იყო. "დენოლა" მიმდინარე წლიდან აწარმოებს ასევე სამატრასე ზამბარებსა და ჭურჭლის სახეხ ღრუბელს.
დავით ჭუბაბრიას თქმით, ერთი წელია ბაზარზე არიან და უკვე შეძლეს ბაზრის 80%-ის დაკავება.

"ექსპორტზეც დავიწყეთ მუშაობა და აზერბაიჯანში გავიტანეთ პროდუქცია. იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ ამიერკავკასისის მომარაგებას", - აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი.

დავით ჭიბაბრიას თქმით, კომპანიის წლიური ბრუნვა დაახლოებით 8 მილიონი ლარია, რომლის გაორმაგებას ექსპორტის ხარჯზე გეგმავენ. კომანიაში 60 ადამიანია დასაქმებული.

Subscribe to our news

Get the main news of the day