Home
Category
TV Live Menu

საქართველოში წარმოებული ყავისფერი შაქრის და ჰიმალაის მარილის ბაზარზე გამოჩენა თებერვალში იგეგმება

5878686edd0b5
ანი ჯოხაძე
13.01.17 09:40
1157
საქართველოში დაფასოებული ყავისფერი შაქრის და ჰიმალაის მარილის ბაზარზე გამოჩენა თებერვალში იგეგმება. როგორც კომპანიაში GD TRADE ბიზნესკონტრაქტს განუცხადეს, პროდუქცია საერთაშორისო სტანდარტის დაცვით გამოვა, რაც გარკვეულ დროსა და პროცედურებს მოითხოვს. კომპანიაში განმარტავენ, რომ იგეგმება პროდუქციის ექსპორტზე გატანა ევროპის და აზიის ქვეყნებში. ქართულ ბაზარზე ყავისფერი შაქრის ფასი 4 ლარი იქნება, ხოლო ჰიმალაის მარილის ფასი სავარაუდოდ 12-13 ლარი.

კომპანიამ „ჯდ თრეიდი“ მცხეთის მუნიციპალიტეტში საწარმოს მშენებლობაში მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა.

პროდუქციის 90% ექსპორტზე იქნება გათვლილი, 10% კი ადგილობრივ ბაზარზე. საწარმო ISO და HACCP სტანდარტის შესაბამისი იქნება და მასში თავდაპირველად 25 ადამიანი დასაქმდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day