Home
Category
TV Live Menu

საქართველოში ხორბლის მწარმოებელთა კიდევ ერთი ასოციაცია იქმნება

58b050276b219
BM.GE
25.02.17 10:30
1086
ქართული ხორბლის პურის "მზეთამზე" თანადამფუძნებელის ლალი მესხის განცხადებით, უახლოეს პერიოდში საქართველოში ხორბლის მწარმოებელთა ასოციაცია შეიქმნება.

როგორც ლალი მესხი „ქალების ნარატივთან“ საუბრისას განმარტავს, ასოციაცია ხელს შეუწყობს ქართული ხორბლის კულტურის განვითარებას და დაეხმარება ამ სფეროში დასაქმებულ მეწარმეებს ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირის დამყარებაში.

მისივე თქმით, ერთ-ერთი პრობლემური საკითხი საფასო პოლიტიკაა.

შეგახსენებთ, რომ ქართული ხორბლის პური „მზეთამზე“ ბაზარზე 2015 წლიდან გამოჩნდა და მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ, ქიმიური მინარევების გარეშე წარმოებულ ქართულ პურს, რომლის შეძენაც ქართველ მომხმარებელს თბილისის მაშტაბით, რამდენიმე სავაჭრო ქსელში შეუძლია.

Subscribe to our news

Get the main news of the day