Home
Category
TV Live Menu

საქართველოში ყველაზე პოპულარული სადაზღვევო პროდუქტები ჯანმრთელობისა და ქონების დაზღვევაა

58dd299dad916
BM.GE
31.03.17 10:00
880
საქართველოში ყველაზე პოპულარული სადაზღვევო პროდუქტები ჯანმრთელობისა და ქონების დაზღვევაა. ამის შესახებ საუბარია დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ანგარიშში, რომელიც 2016 წლის შედეგებს აჯამებს.

ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს სადაზღვევო ინდუსტრიამ სხვადასხვა პროდუქტით სულ 393 მილიონი ლარი მოიზიდა. აქედან 44%- 175 მილიონი ლარი - ჯამრთელობის დაზღვევაზე მოდის, შემდეგია ქონების დაზღვევა 65 მილიონით და 16%-იანი წილით.

15% უჭირავს მთლიან სადაზღვევო სისტემაში სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევას, ამ მიმართულებით გასულ წელს სადაზღვევო ინდუსტრიამ 59 მილიონი მოიზიდა.

სიცოცხლის დაზღვევას მთლიან წილში 6% უჭირავს, 25 მილიონით. 6%-იანი წილი აქვს სამოგზაურო დაზღვევასაც. ამ მიმართულებით სექტორის მიერ მოზიდულმა პრემიამ 6 მილიონი შეადგინა.

Subscribe to our news

Get the main news of the day