Home
Category
TV Live Menu

საქართველოში ყველაზე ხანდაზმული წყვილი

5a51f0ba36ad9
BM.GE
07.01.18 14:00
1040
95 წლის ხასან და 94 წლის ზექიე თურმანიძეებმა 1941 წელს იქორწინეს. წყვილი ქედის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს და 162 შთამომავალი ჰყავთ: 8 შვილი, 37 შვილიშვილი, 86 შვილთაშვილი და 31 შვილთაშვილის შვილი.

თურმანიძეების ოჯახის შთამომავლობა ძირითადად ხელოვნების მიმდევრები არიან, განსაკუთრებით სასიმღერო ტრადიციის. მათ შთამომავლობას მიეკუთვნება ცნობილი კომპოზიტორი და ლოტბარი რევაზ თურმანიძე და აჭარაში პირველი ფოლკლორული ანსამბლის წევრი გურამ თურმანიძე. თურმანიძეების ოჯახმა შემოინახა მერისის ხეობისთვის დამახასიათებელი არაერთი ფოლკლორული სიმღერა. ისინი ყოველწლიურად მასპინძლობენ როგორც საქართველოს, ასევე უცხოურ ფოლკლორულ ჯგუფებს.

მაისში გინესის რეკორდის საქართველოს ოფისის წარმომადგენლებმა ხასანი და ზექიე სპეციალური სიგელებით დააჯილდოვეს.

ფოტო: მარია ზოიძე

Subscribe to our news

Get the main news of the day