Home
Category
TV Live Menu

საქართველოში ზაფხულში ნახშირის თბოელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყება

57515c65451ea
BM.GE
03.06.16 14:29
1273
საქართველოში ზაფხულში ნახშირის თბოელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყება, - ამის შესახებ ვიცე- პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
 
"ნახშირის თბოელექტროსადგურის განხორციელებაზე ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. პროექტის განხორციელება ზაფხულში აგვისტოს ბოლოს უნდა დაიწყოს. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკისთვის, რადგან ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ადგილობრივი რესურსით, რაც მოიპოვება საქართველოში გამოვიმუშავოთ ელექტროენერგია და დავზოგოთ ბუნებრივი აირი", - განაცხადა მინისტრმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day