საქსტატის მონაცემებით, მომდინარე წლის იანვარში საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებული საქონლის ღირებულებამ 14 მლნ 991 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რითაც აშშ საექსპორტო ქვეყნების ტოპ-5-ში მოხვდა.
BM.ge-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციით მიხედვით, იანვარში აშშ-ში ექსპორტირებული სასაქონლო ჯგუფების ხუთეული ასე გამოიყურება:
1) ფეროშენადნობები - $14,3 მლნ
2) სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $152.5 ათასი
3) გაყინული თევზი - $118.6 ათასი
4) ხილისა და ბოსტნეულის წვენები - $97.6 ათასი
5) ყურძნის ნატურალური ღვინოები - $47.7 ათასი
რაც შეეხება აშშ-დან საქართველოში განხორციელებულ იმპორტს, იანვარში ჯამურმა იმპორტმა შეადგინა 20 მლნ 111 ათასი აშშ დოლარი. საიმპორტო ჯგუფის ტოპ-5 კი ასეთია:
1) მსუბუქი ავტომობილები - $15.8 მლნ
2) სატელეფონო აპარატები - $656.4 ათასი
3) სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $385.4 ათასი
4) ხორცი და სუბპროდუქტები შინაური ფრინველის - $358.5 ათასი
5) გაყინული თევზი - $273.6 ათასი
ცნობისთვის: იანვარში აშშ-საქართველოს შორის ჯამურმა სავაჭრო ბრუნვამ $35 მლნ შეადგინა.