Home
Category
TV Live Menu

საქსტატი 2017 წლიდან შრომის კვლევის დაყოფას გეგმავს

58511ed1222b6
ანი ჯოხაძე
14.12.16 14:30
1696
საქსტატი 2017 წლიდან შრომის კვლევის დაყოფას გეგმავს, - აღნიშნული ცვლილება გულისხმობს არსებული შინა მეურნებობების კვლევის დაყოფას, საიდანაც უკვე მოხდება სამუშაო ძალის ნაწილის გამოყოფა. 2017 წლიდან ხელმისაწვდომი იქნება ყოველკვარტლურად არა მარტო უმუშევრობის მონაცემი, არამედ სხვა ინდიკატორების მონაცემებიც. როგორც საქსტატში განმარტავენ, ეს მონაცემები იქნება ბევრად უფრო ზუსტი, რაც სასარგებლო იქნება საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტისთვის.

მომავალი წლიდან საქსტატი სიღარიბის გამოთვლის მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიასაც გამოიყენებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის, თენგიზ ცეკვავას განმარტებით, 2017 წლიდან საქსტატი სიღარიბის მონაცემებს დაითვლის აბსოლუტური სიღარიბის მეთოდოლოგიით. მისი თქმით, აღნიშნული გამოთვლის სისტემა მსოფლიო ბანკის ცნობილი მეთოდოლოგიაა.

Subscribe to our news

Get the main news of the day