Home
Category
TV Live Menu

სარეკლამო აბრებზე ქართული წარწერების მონიტორინგი მკაცრდება

5a964d5da0a63
მეგი კავთუაშვილი
28.02.18 10:33
836
თბილისის მერია სარეკლამო აბრებზე ქართული წარწერის მონიტორინგს ამკაცრებს. დედაქალაქის მერმა დღეს მთავრობის სხდომაზე თანამშრომლებს დაავალა, შეიმუშავონ საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც გაიზრდება ჯარიმის მოცულობა და გახშირდება ფულადი სანქციების გამოწერა.

"კანონმდებლობთ დადგენილი სტანდარი არ სრულდება. ჯარიმებიც დაბალია და დაჯარიმების პროცედურაც რთული და გრძელვადიანია. პირველ რიგში ჩვენ უნდა ვცეთ პატივი ჩვენს ენას და დამწერლობას და ამის შემდეგ გვექნება მორალური უფლება, სხვასაც მოვთხოვოთ. მინდა, ვთხოვო ჩემს მოადგილეს მოამზადოს საკანონმდებლო ცვლილებები დაჯარიმებასთან დაკავშირებით და გადაუგზავნოს პარლამენტს. პარლამენტი მზად არის თანამშრომლობისთვის, რომ კიდევ უფრო გავამკაცროთ მიდგომები ამ მიმართულებით. მიუღებელია, რომ ჩვენი ენა არ არის გამოყენებული აბრებზე", - განაცხადა კახა კალაძემ.

"რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილება 2013 წელს შევიდა და სარეკლამო აბრებზე ქართული წარწერის გაკეთება სავალდებულო გახდა. თუმცა თბილისის მერის განცახადებით, უამრავი კომპანია ამ კანონს არ იცავს.

Subscribe to our news

Get the main news of the day