Home
Category
TV Live Menu

სარესტორნე ბიზნესს მოსალოდნელი რეგულაციები გააცნეს

57822ce3edf08
BM.GE
10.07.16 14:38
1111
სურსათის ეროვნულ სააგენტოში საზოგადოებრივი კვების ობიექტებისა და რესტორნების ქსელის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. სააგენტომ ბიზნესოპერატორებს ამ სფეროში კანონმდებლობის მიმდინარე და მოსალოდნელი რეგულაციები გააცნო. ყურადღება ტურისტულ სეზონზე ზაფხულის პერიოდში ტემპერატურული რეჟიმის მატებასთან დაკავშირებულ რისკებზე და აუცილებელი ნორმების შესრულებაზე გამახვილდა.

 „სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს, თუმცა, ურთიერთობას ბიზნესოპერატორებთან თანამშრომლობის ხასიათი აქვს. გვინდა უშუალოდ თქვენთან ერთად განვიხილოთ ყველა სიახლე, რაც შემდგომში კანონმდებლობით იქნება დარეგულირებული“, -განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.
 
შეხვედრა დიალოგის რეიმში წარიმართა. საუბარი შეეხო საზოგადოებრივი კვების ობიექტების პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ჰიგიენური ნორმების, მზა სურსათის მიტანის სერვისით სარგებლობის დროს დისტრიბუციის პირობების დაცვას. ბიზნესოპერატორებმა გამოთქვეს სურვილი, მსგავსი ტიპის შეხვედრებს სისტემატური ხასიათი მიეცეს.

Subscribe to our news

Get the main news of the day