დღეის მდგომარეობით, მთავრობა 1 თებერვლიდან სავაჭრო ცენტრების და ბაზრობების გახსნას გეგმავს, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაზე მსჯელობა მიდის. რაც შეეხება რესტორნებისთვის და სხვა ბიზნესებისთვის შეზღუდვების მოხსნას, ამის თაობაზე იანვრის ბოლოს იმსჯელებენ. რესტორნების წარმომადგენლები კი BMG-სთან ამბობენ, რომ იანვრის ბოლოს ამ თემაზე მსჯელობა გვიანია. მათ იციან, რომ 1 თებერვალს მათი სექტორი არ იხსნება.რა ინფორმაცია აქვთ გახსნასთან დაკავშირებით სტუმარ-მასპინძლობის სექტორს, როგორია მათი რესურსი და აქვთ თუ არა სრულფასოვანი კომუნიკაცია ხელისუფლებასთან?