„სასამართლო, შემოსავლების სამსახური და პროკურატურა ტოტალურ რეფორმას საჭიროებს“, - ამის შესახებ სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ფადი ასლიმ “ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადა. მისი თქმით, მთავრობა რეფორმების მიმართულებით ნაბიჯებს დგამს და ბიზნესს „ყველა საფუძველი აქვს რომ 2017 წლისთვის ოპტიმისტურად იყოს განწყობილი“
„ვფიქრობ, რომ საქართველომ მეტი უნდა იმუშავოს სასამართლო რეფორმაზე. ასევე შემოსავლების სამსახურის და პროკურატურის რეფორმაზე. ეს არის ის სამი მიმართულება, რომელზეც საქართველომ ყურადღება უნდა გაამახვილოს, რადგან ეს სამი სექტორი ტოტალურ რეფორმას მოითხოვს.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშების გაყინვას, - პრემიერმა უკვე განაცხადა რომ აღნიშნული მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში მოხდება. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი გამარჯვებაა ჩვენთვისაც და კერძო სექტორისთვისაც, რადგან ამისთვის ძალიან ბევრს ვიბრძოდით. მთავრობის დამოკიდებულება ამ კუთხით იცვლება. მთავრობა დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს და ყველა საფუძველი გვაქვს რომ 2017 წლისთვს ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი“, - განაცხადა ფადი ასლიმ.