შრომითი დავების პარიზის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, რომ Societe Generale-მა, თავისი თანამშრომელი ჟერომ კერვიელი სამსახურიდან "სერიოზული საფუძველის გარეშე" გაუშვა და ბანკს დაზარალებულისთვის 450 ათასი ევროს მოცულობის კომპენსაციის გადახდა დაავალა, მათ შორის 80 ათასი ევროსი - დაუყოვნებლივ. 2008 წლის იანვარში Societe Generale-მა აღმოაჩინა, რომ მისმა ტრეიდერმა ჟერომ კერვიელმა, ბირჟაზე დაცვის გარეშე მუშაობის გამო 4.8 მლრდ ევრო დაკარგა. ის სამსახურიდან გაუშვეს და 2 წლის შემდეგ კი გაასამართლეს - ნდობის ბოროტად გამოყენების და თაღლითობის ბრალდებით. თავად ტრეიდერი, ჯერ კიდეც პატიმრობამდე დაწერილ მემუარებში ამტკიცებდა, რომ მისი ხელმძღვანელობა საქმის კურსში იყო მისი საქმიანობის შესახებ და "უბრალოდ ყველაფერი მას გადააბრალეს“.
პარიზის სასამართლომ კი ახლა გადაწყვიტა, რომ ბანკმა, თანამშრომლის ბრალის საბოლოოდ დადასტურებამდე, ის სამსახურიდან უკანონოდ გაუშვა. Societe Generale-ის წარმომადგენელმა გადაწყვეტილებას "სკანდალური" უწოდა და განაცხადა, რომ ბანკი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.