Home
Category
TV Live Menu

"სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ნებისმიერი გარიგება, შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს"

58b96f5ddc648
BM.GE
03.03.17 17:26
1006
უზენაესი სასამართლოს მიერ რუსთავი 2-თან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორი ვატო ლეჟავა ინვესტორებისთვის ცუდ სიგნალად მიიჩნევს. როგორც ლეჟავამ ბიზნესკონტრაქტს განუცხადა, შესაძლოა საფრთხის ქვეშ დადგეს საქართველოში დადებული „ნებისმიერი გარიგება“.

"გადაწყვეტილება, რომელიც უზენაესმა სასამართლომ მიიღო, არ ეხება მხოლოდ რუსთავი 2-ს. ეს იქნება პრეცედენტული შემთხვევა და ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი გარიგება, ფასის გამო, შესაძლოა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, მიუხედავად იმისა რომ შესაძლოა რამდენიმე წელი იყოს გასული და არ ფიქსირდებოდეს ძალდატანების ეფექტი.

ეს ცუდ საინვესტიციო გარემოს ნიშნავს, რადგან ნებისმიერი ინვესტორი 10-ჯერ დაფიქრდება სანამ რაიმე ინვესტიციას გააკეთებს, განსაკუთრებით აქტივების შეძენის თვალსაზრისით. ვინმეს თუ უნდოდა რომ მავნებლობა გაეკეთებინა საქართველოს საინვესტიციო გარემოსთვის ეს უნდა გაეკეთებინა, აქ არაა მხოლოდ სიტყვის თავისუფლებაზე საუბარი", - ამბობს ლეჟავა.

Subscribe to our news

Get the main news of the day