საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრი საშა ტერნესი ვერ აკონკრეტებს, თუ როდის მიირებს ეროვნული ბანკის საქმეზე გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო. როგორც ტერნესმა „ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადა, "ნათელი სურათი კვლავ არ იხატება".
"ჩვენ დამოკდიებულები ვართ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. უკვე ერთი წელია საქმის განხილვა მიდის, რაღაც პერიოდში ის შეჩერდა, ნათელი სურათი ჯერაც არ იხატერბა. წარმოდგენაც არ გვაქვს როდის მიიღებს გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო“, - განაცხადა ტერნესმა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობა საბანკო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნულ ბანკში დაბრუნებაზე რამდენიმე თვის წინ შეთანხმდა, თუმცა, გადაწყვეტილება ამ დრომდე აღსრულებული არაა.
სასამართლომ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გასული წლის ოქტომბერში შეაჩერა. საბანკო ზედამხედველობის შესახებ კანონის კონსტიტუციურობის დასადგენად სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობისა" და „თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატებმა მიმართეს.