გასულ წელს საქართველოში საშუალო თვიური ანაზღაურება 900 ლარს შეადგენდა, რაც 2014 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 82 ლარით გაზრდილი მონაცემია.
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს ყველაზე მაღალი ანაზღაურება ტრადიციდულად საფინანსო საქმიანობის სფეროში იყო, ყველაზე დაბალი კი განათლების სფეროში.
წლის განმავლობაში საშუალო ანაზღაურება გაიზარდა სოფლის მეურნეობის, ნადირობისა და სატყეო მეურნეობის სფეროში და ნაცვლად 2014 წლის 504 ლარისა, 574 ლარი შეადგინა. 300 ლარზე მეტით მოიმატა ანაზღაურებამ თევზჭერის სფეროში და მან გასულ წელს საშუალოდ 849 ლარი შეადგინა.
საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა სამთომომპოვებით სფეროშიც და მან ნაცვლად 902 ლარისა 1047 ლარი შეადგინა. დამამუშავებელი მრეწველობის სფეროში გასულ წელს საშუალო ანაზღაურებამ 767 ლარი შეადგინა, რაც 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 50 ლარზე მეტით გაზრდილი მაჩვენებელია.
78 ლარით გაიზარდა საშუალო ხელფასი ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილების სფეროში და მან 1117 ლარი შეადგინა.
საშუალო ანაზღაურება გაიზარდა მშენებლობის დარგშიც და მან 2014 წლის 942 ლარის ნაცვლად, 1182 ლარი შეადგინა.
ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტის სფეროში გასულ წელს საშუალო ანაზღაურებამ 783 ლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მაჩვენებელზე თითქმის 80 ლარით გაზრდილი მაჩვენებელია.
563 ლარი იყო 2015 წელს საშუალო თვიური ანაზღაურება სასტუმროებისა და რესტორნების სფეროში. წლიურად სექტორში ანაზღაურებამ 80 ლარზე მეტით მოიმატა.
1189 ლარი იყო საშუალო ანაზღაურება ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში, რაც 100 ლარზე მეტით გაზრდილი მაჩვენებელია.
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 100 ლარით გაიზარდა საშუალო ანაზღაურება საფინანსო სექტორშიც.
რაც შეეხება სახელმწიფო მმართველობას, სფეროში დასაქმებულების საშუალო თვიურმა ხელფასმა 2015 წელს 1342 ლარი შეადგინა, რაც წლიურად 100 ლარზე მეტად გაზრდილი მაჩვენებელია,.
27 ლარით გაიზარდა საშუალო თვიური ხელფასი განათლების სფეროში, თუმცა ის კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვებლად და მან 2015 წელს 483 ალრი შეადგინა.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების სფეროში საშუალო ანაზღაურება 100 ლარით გაიზარდა და მან 844 ლარი შეადგინა.
2015 წელს დაქირავებით დასაქმებულ ქალთა საშუალო თვიური ხელფასი 692 ლარი იყო, რაც 2014 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 75 ლარით გაზრდილი მაჩვენებელია.
1074 ლარი იყო კაცების საშუალო თვიური ხელფასი, რაც 94 ლარით გაზრილი მაჩვენებელია.