ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურებას სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლებს სს ’საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი’ გაუწევს. სამინისტრომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა.
ხელშეკრულების მიხედვით , სამედიცინო დაზღვევის ინდივიდუალურ პაკეტს მიიღებს 3388 თანამშრომელი და სამინისტროს 1650 სავალდებულო მოსამსახურე.
ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით, შედგენილი მომსახურება 85%-იან სადაზღვევო პაკეტს მოიცავს, 15 %- ით გაუმჯობესების შემთხვევაში თანამშრომელი თანხას თავად დაამატებს.
ხელშეკრულება ერთწლიანია და მისი ჯამური ღირებულება 1 760 730 ლარს შეადგენს.