Home
Category
TV Live Menu

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით აღჭურვის პროგრამა იწყება

5790d9ceb2198
BM.GE
21.07.16 18:11
1326
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სასოფლო-სამეურნეოტექნიკითაღჭურვის“ სახელმწიფოპროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო კოოპერატივების მიერ შეძენილი, საქართველოში აწყობილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებას განახორციელებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავე, რომ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენისას სახელმწიფოსგან 30%-იან თანადაფინანსებას მიიღებენ.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელიც რეგისტრირებულია „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დასახლებებში ან/და რომლის მეპაიეთა არანაკლებ 50%-ს წარმოადგენენ დევნილები, ქალები და ახალგაზრდები, ტექნიკის შეძენისას მისი ღირებულების 40% -ით დაფინანსდება.

ახალი პროგრამა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს ფრაგმენტირებული მიწების კონსოლიდაციით, ფინანსური რესურსის გაერთიანებით და საწარმოო ხარჯების შემცირებით, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების აგროვადებში დამუშავების საშუალებას მისცემს.

სახელმწიფო პროგრამა ხელს შეუწყობს კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების შემცირებას და მოსავლიანობის ზრდას, რაც პროდუქციას კონკურენტუნარიანს გახდის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშირისო ბაზარზე.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები სახელმწიფო პროგრამაში დარეგისტრირებას ონლაინ რეჟიმში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოს შეძლებენ.

Subscribe to our news

Get the main news of the day