Home
Category
TV Live Menu

სასოფლო-სამეურნეო მიწების მფლობელებისთვის საშეღავათო სისტემის შემუშავება იგეგმება

594233201a8f2
დავით ჯალაღონია
15.06.17 11:04
834
საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთაც სასოფლო-სამეურნეო მიწები აქვთ, საშეღავათო სისტემის შემუშავება იგეგმება. "საქმის კურსს" პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ განუცხადა, რომ აღნიშნული სისტემის შემოღების მიზანი სოფლად მაცხოვრებელთათვის იაფ ფულად რესურსზე მეტი წვდომის შესაძლებლობების გაჩენაა.

"ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, თუმცა ვინაიდან ბიუჯეტთან ექნება შეხება, ამას დასჭირდება კონსულტაციები ეკონომიკურ გუნდთან და მხოლოდ ამის შემდეგ წარმოვადგენთ ჩვენს ვარიანტს", - განაცხადა დანელიამ და დამატებითი ინფორმაციის მოწოდებისაგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა.

დეპუტატი გლეხებისთვის მიწის დასამუშავებლად მოტივაციის შექმნას აუცილებლად მიიჩნევს.

"მე ვფიქრობ, რომ ქართველ გლეხს მოტივაცია აკლია, რადგან ჩვენ ეს მოტივაცია სულ რაღაც 4-5 წელია შევქმენით და ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დარგში სრულფასოვანი მოტივაცია იყოს და ურბანიზაცია შევაჩეროთ, რაც შეიძლება მეტად დავამაგროთ გლეხი სოფელში და რაც შეიძლება, მეტად იყოს ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსი", - განმარტა დანელიამ და მის მიერ დასახელებული დაბალი მოტივაციის მიზეზებიც დაასახელა.

"პირველ რიგში, ის დისკრედიტაცია, რომელიც ქვეყანაში ათწლეულების მანძილზე ხდებოდა ქვეყანაში სოფლის მეურნეობასთან მიმართებაში და რესურსებზე ხელმისაწვდომობის სიმწირე, რაც ასევე აისახება. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო გავშალოთ მასშტაბები. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მილიონამდე ბენეფიციართან ჰქონდა ინტერაქცია, ეს არ არის საკმარისი, რადგან ჩვენი მოსახლეობის 53%-ზე მეტია სოფლად", - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

Subscribe to our news

Get the main news of the day