"2017 წელს, როცა დეპარტამენტში დოკუმენტაციის შეგროვება დაიწყო და ყველა იმ სასტუმრომ თუ კვების ობიექტმა, რომელსაც ჰქონდა ინტერესი, რომ მიეღო ხარისხის ნიშანი, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა, „ლეოგრანდმა“ ვერ დააკმაყოფილა სახანძრო უსაფრთხოების გამკაცრებული კრიტერიუმები და შესაბამისად, მან რეკომენდაცია ვერ მიიღო", - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სულხან ღლონტმა აჭარის ტელევიზიასთან ინტერვიუში.
"ტურიზმის დეპარტამენტს არავითარი უფლება არა აქვს, რომელიმე სასტუმროს ფუნქციონირება შეაჩეროს. „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის“ მიერ ეს არის ხარისხის ნიშანი, რომელიც არის სარეკომენდაციო ხასიათის და როგორც საბჭოს წევრებისგან მივიღე ინფორმაცია, 2017 წელს „ლეოგრანდს“ არ ჰქონდა ეს სტატუსი. რაც შეეხება ვებგვერდზე არსებულ ინფორმაციას, ეს არის ჩამონათვალი იმ სასტუმროებისა, მათ შორის 2016 წელს ვისაც ჰქონდა ეს სტატუსი. როცა სასტუმრო ან კვების ობიექტი ვერ აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, ერთადერთი რაც ამ შემთხვევაში ტურიზმის დეპარტამენტსშეგვიძლია, არ მივანიჭოთ ეს სტატუსი", - აღნიშნა სულხან ღლონტმა.
მისივე თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სასტუმრო „ლეოგრანდმა“ სახანძრო უსაფრთხოების ნორმები ვერ დააკმაყოფილა, ტურიზმის დეპარტამენტს სხვა სამსახურებისთვის არ მიუწოდებია.
"პროექტის მიზანი, რომლის ფარგლებშიც ვაძლევთ ხარისხის ნიშანს, „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ არის ის, რომ ვცდილობთ მაქსიმალურად შევავსოთ ტურუსტულ ინდუსტრიაში და ბაზარზე არსებული ე.წ. „ლუფტები“ და მაქსიმალურად შევაჩვიოთ ტურიზმის სექტორი იმას, რომ ისინი უნდა იცვადნენ საერთაშორისო სტანდარტებს", - აცხადებს სულხან ღლონტი.
reginfo.ge