საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, სასტუმრო Radisson Blu Iveria- ში დღეს გამართულ საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმზე ერთმანეთს ქართული და ჩეხური კომპანიები გაეცნობიან და ერთმანეთს საკუთარ იდეებსა და ბიზნეს წამოწყებებს გაუზიარებენ. ბიზნესფორუმის ორგანიზატორი სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, ნინო ჩიქოვანი “საქმიან დილასთან’’ განმარტავს, ამ ფორუმისგან ქვეყანა რა ბენეფიტებს უნდა ელოდოს.
“აღნიშნული ბიზნესფორუმის დელეგაციის შემადგენლობაში ჩეხეთიდან 30-ზე მეტი კომპანიაა, რომლებიც განსხვავებულ სექტორებს წარმოადგენენ. არის ეს საბანკო-საფინანსო სექტორი, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, მრეწველობის სექტორი, როგორც ქიმური, ასევე კვების გადამამუშავებელი მრეწველობა, ლოკომოტივები და სარკინიგზო მოწყობილობები. სპექტრი ძალიან ფართოა და აღვნიშნავ, რომ ქართული მხარიდან დაინტერესება ძალიან დიდი იყო. რამდენიმე ჩეხურ კომპანიას ინტერესი აქვს, რომ საქართველოში ლუდასახარში საწარმო გაიხსნას და შემდეგ უკვე აქედან რეგიონში დისტრიბუცია მოხდეს. ფორუმში 85 ქართული კომპანია მონაწილეობს და საღამოს ჩეხურ კომპანიებთან 178 შეხვედრა დაიგეგმა. ფორუმში მონაწილეთა შემდეგ 30-40 პროცენტი პარტნიორულ ურთიერთობებს აგრძელებს.
ჩვენი პალატა შეეცედა, რომ რელევანტური, პარტნიორული B2B შეხვედრები გამართულიყო. ჩვენი მხრიდანა წინაპირობა იქნება იმის, რომ საქართველოში ჩეხური ინვესტიციები განხორციელდეს და ასევე ამ ორ ქვეყენას შორის საპარტნიორო, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები დამყარდეს,’’-აღნიშნავს ნინო ჩიქოვანი.
ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ჩეხეთის რესპუბლიკის ვაჭრობისა და იდუსტრიის მინისტრი იან მლადეკი.
დღესვე, ფორუმის ფარგლებში საქართველო-ჩეხეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.