Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სასტუმროები 6.3%-ით გაძვირდა - რა ფასად დაისვენებთ საქართველოში?

BM.GE
20.07.23 13:12
52
2023 წლის ივნისში, მაისთან შედარებით, საქართველოში სასტუმროები 6.3%-ით გაძვირდა. PMC კვლევითი ცენტრის მიმოხილვის თანახმად, 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 7.8%-ით გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 0.9%-ით შემცირდა. 

აღსანიშნავია, რომ წინა თვეში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი 186 ლარი იყო, 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი - 262 ლარი, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასი - 133 ლარი. 

რაც შეეხება 5-ვარსკვლავიან სასტუმროს ყველაზე ძვირი გურიაშია და ცხადია ამ შემთხვევაში საუბარია პარაგრაფზე.

სტუმარი: ნანა ქაჯაია - PMC უმცროსი მკვლევარი;


Subscribe to our news

Get the main news of the day