Home
Category
TV Live Menu

სასტუმროების ამერიკული ბრენდი Best Western-ი საქართველოში 4 სასტუმროს ხსნის

56f39ee84c1db
ელენე გოგბერაშვილი
24.03.16 11:55
1741
"Best Western"-ი საქართველოში 2013 წლიდან მოღვაწეობს. ბრენდის პირველი, 45 ნომრიანი სასტუმრო - Best Western Tbilisi, სპორტის სასახლესთან 2013 წელს გაიხსნა. ბრენდს ოფიციაურად საქართველოში კომპანია Capitol Real Estate წარმოადგენს.

სასტუმროების ქსელ "მგზავრებსა" და Best Western International-ს შორის პარტნიორობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც სასტუმროების ქსელმა "მგზავრებმა" ბაკურიანში, გუდაურში, ბათუმსა და გონიოში Best Western-ის ბრენდით სარგებლობის უფლება მიიღეს. "მგზავრები ბათუმი" Best Western International-ის ახალი ბრენდის Vīb-ის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი იქნება.

"ვმუშაობთ, რომ რეგიონებში განვავითაროთ სასტუმროების ქსელი "Best Western"-ში შემავალი რომელიმე ბრენდის ქვეშ. "მგზავრები" და "ბათუმი ბულვარ საიდი" შემოდის 4 სხვადასხვა ბრენდით. ეს არის Best Western plus - 4 ვარსკვლავიანი სასტუმროების ქსელი, რომელიც შემოვა ბაკურიანში და გუდაურის სასტუმროებში. გონიოში "Executive residency"-ის ტიპის სასტუმროს გავხსნით", - აცხადებს Best Western-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, ქეთი მიქაშავიძე.

ბათუმში Best Western-ის სასტუმროს გახსნა უახლოეს თვეებშია დაგეგმილი. აღნიშნულ პროექტზე 3 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. "სასტუმროს ბათუმში ბულვარის ტერიტორიაზე გავხსნით. წელს და მომავალ წელს ეს ბრენდი ფრენჩაიზინგით შევა ბაკურიანის, გუდაურისა და გონიოს სხვადასხვა მშენებარე სასტუმროებში. Best Western-ს 5 მიმართულების ხაზი აქვს. ჩვენ ყველაზე საჭირო სეგმენტისთვის გათვალისიწნებულ ნიშას ვიჭერთ. ეს არის ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს ბრენდი Vib", - აცახდებს "ბათუმი ბესთ ვესტერნ ბულვარ საიდის" დამფუძნებელი.

პროექტების განხორციელება ბაკურიანსა და გონიოში 2016 წლის ზაფხულში, ხოლო გუდაურსა და ბათუმში 2016 წლის ბოლომდეა დაგეგმილი.

Subscribe to our news

Get the main news of the day