ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრი "ტრანსფორდთან" თანამშრომლობით ახალ სასწავლო კურსებზე 16 მაისამდე განაცხადებს იღებს და ყველას ვისაც მინიმუმ 9 კლასის განათლება აქვს დოკერის ან მძღოლ ოპერატორის პოზიციაზე დასაქმებისთვის ს საჭირო მოკლე კურსებს სთავასობს. საქმე იქნება და დასაქმების შესაძლებლობაც. კომპანია „ტრანსფორდი" „Pace ჯგუფში“ შემავალი ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა, რომელიც 2010 წელს, შპს „Pace International"-ის და შპს "Pace Georgia"-ს მიერ ტვირთის გადაზიდვის ოპერაციებისათვის ფოთის საზღვაო ნავსადგურში დაარსდა. შპს "ტრანსფორდი’’ ასევე ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურში ოპერირებს, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში „პეის ჯგუფისა“ და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC) ერთობლივი ძალისხმევით დასრულდა. „Pace ჯგუფში“ 1 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და საშუალო წლიური ტვირთბრუნვა 3.5 მლნ ტონას აჭარბებს.
სტუმრები: ვასილ მაზიაშვილი, - Transford, Pace Group, აღმასრულებელი დირექტორი;
საბა სარიშვილი - USAID-ის პროგრამა "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის", დირექტორის მოადგილე;
სტუმრები: ვასილ მაზიაშვილი, - Transford, Pace Group, აღმასრულებელი დირექტორი;
საბა სარიშვილი - USAID-ის პროგრამა "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის", დირექტორის მოადგილე;