Home
Category
TV Live Menu

„სასყიდლიანი ხელშეკრულება“ - ინიციატივა უძრავი ქონების მესაკუთრეთა დაცვისთვის

BM.GE
12.05.23 16:55
126
აღსრულების ეროვნული ბიურო მუშაობს ახალ ინიციატივაზე, რომელმაც მესაკუთრეები უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ფინანსურ ოპერაციებში სახელშეკრულებო რისკებისგან უნდა დაიცვას. ინიციატივის თანახმად, მხარეები ქირავნობის ხელშეკრულებაში ჩაწერენ, რომ მესაკუთრეს საშუალება ექნება, დამქირავებლის მიერ პირობების დარღვევის შემთხვევაში მიმართოს აღსრულების ბიუროს და მისგან დაჩქარებული წესით მიიღოს აღსრულების სერვისი. ეს ნიშნავს, რომ მხარეები წინასწარ თანხმდებიან იმაზე, რომ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, მესაკუთრეს დაჩქარებული წესით აღსრულება შეეძლება. რამდენად პრობლემურია საქართველოში საკითხი რა იცვლება კონკრეტულად?

სტუმარი: ნინო ლიპარტია - საადვოკატო ოფისის მმართველი პარტნიორი;

Subscribe to our news

Get the main news of the day