Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სათამაშო ბიზნესის ასოციაცია მთავრობას მიმართავს / ანალიტიკა - 03.12.2021_13:40 - გადაცემა სრულად

BM.GE
03.12.21 14:42
340
ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის სამუშაო ვერსიის თანახმად, რომელიც პარლამენტს, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე წარედგინება, დაახლოებით, მილიონ ადამიანს თამაში აეკრძალება, მათ შორის საჯარო მოხელეებს, ასევე სოციალურად დაუცველებს. იგეგმება გადასახადების გაზრდა ონლაინკაზინოებისთვის, ასევე იზრდება ასაკობრივი ზღვარი და იკრძალება სატელევიზიო რეკლამა, გარდა სპონსორობისა.

სექტორი მთავრობასთან შეხვედრას და დაანონსებული ცვლილებების შესახებ კონსულტაციებს მას შემდეგ ითხოვს, რაც 22 ნოემბერს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი განცხადება გაავრცელა. ამ კვირაში კი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ თქვა, რომ მას შემდეგ, რაც სამუშაო ვერსიას კანონპროექტის სახე მიეცემა, ბიზნესსაც მოუსმენენ.

მთავრობის მხრიდან ბიზნესთან კონსულტაციების გამართვისთვის მზაობა მას შემდეგ გამოითქვა, რაც სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი მამულაიშვილმა მიუღებელი უწოდა იმ ტონს და ფორმას, რომლითაც მთავრობა მანამდე ურთიერთობდა ამ ბიზნესთან.

სტუმარი: გიორგი მამულაიშვილი - ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი



Subscribe to our news

Get the main news of the day