Home
Category
TV Live Menu

სათამაშო ბიზნესის შესახებ კანონში ცვლილებებით თბილისის მერია ბიუჯეტში 13,6 მლნ ლარით მეტის მობილიზებას ელოდება

5863699d3c4a8
BM.GE
28.12.16 11:21
1044
თბილისის მერიის ცნობით, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტში მთლიანობაში 52,3 მლნ ლარის მობილიზება იქნება შესაძლებელი, რაც 13,6 მლნ ლარით მეტი იქნება 2015 წლის ფაქტიურ მაჩვენებელთან, ხოლო 12,3 მლნ ლარით მეტი, 2016 წლის გეგმიურ მაჩვენებელთან შედარებით.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებიდან გამომდინარე, "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-91 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე დადგენილება, თბილისის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.

Subscribe to our news

Get the main news of the day