სათამაშო ბიზნესი:“უკვე დაიწყეს ექაუნთების გაქირავება“
BM.GE
16.02.22 18:23
• 355
პირველი მარტიდან ქვეყანაში სათამაშო ბიზნესისთვის ახალი რეალობა დგება. ძალაში შედის ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, იკრძალება აზარტული თამაშების რეკლამა. ასევე თამაშებში მონაწილეობის მიღება ეკრძალება მილიონამდე ადამიანს - 25 წლამდე მოქალაქეებს, სოცდაუცველ პირებს, საჯარო მოხელეებს, ასევე პირებს, რომლებიც თავადვე მიმართავენ შემოსავლების სამსახურს, რომ შეეზღუდოთ მსგავსი აქტივობა. მიუხედავად იმისა, რომ დაანონსებული ცვლილებები ჯერ ძალაში არ არის, ჩრდილოვანი ბიზნესი უკვე წახალისებულია. უკვე გაჩნდა ბაზარზე ექაუნთების, ანუ ანგარიშის გაქირავების სერვისი - ანუ თუ თქვენ აკრძალულთა სიაში მოყევით - არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ ექაუნთს მოგაქირავებენ. სასაცილოდ ჟღერს, თუმცა სათამაშო ბიზნესი ირწმუნება, რომ ეს უკვე რეალობაა.