Home
Category
TV Live Menu

სათამაშო ბიზნესში მოსაკრებელი იზრდება

583d7c28d05e8
BM.GE
29.11.16 16:59
1056
სათამაშო ბიზნესში მოსაკრებელი იზრდება, - შესაბამისი განცხადება პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

მისი განცხადებით, დაგეგმილი ცვლილებების განხორციელება უზრუნველყოფს ბიუჯეტში დამატებითი რესურსის მობილიზებას, რომელიც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, ახალი ავტომაგისტრალების მშენებლობას, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, ჯანდაცვისა და სოციალური პროექტების განხორციელებას მოხმარდება.

„დაგეგმილი ცვლილებები გაზიარებულია საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ და მათი განხორციელების შემდეგ ჩვენ საერთაშორისო ფონდებიდან ქვეყანაში დამატებით რამდენიმე მილიარდი დოლარის მოზიდვის შესაძლებლობა გვიჩნდება. აღნიშნული ღონისძიებები ასევე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციაში. თუმცა, ლარის სტაბილიზაციის მიზნით“, - აღნიშნა პრემიერმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day