Home
Category
TV Live Menu

სატერმინალო და ლოჯისტიკური მომსახურების კომპანიები კვლავ ფოთის პორტის წინააღმდეგ გამოდიან

578e335db26cb
ელენე გოგბერაშვილი
19.07.16 18:01
1276
სატერმინალო და ლოჯისტიკური მომსახურების კომპანიები ამბობენ, რომ ფოთის პორტი თავის მდგომარეობას ბოროტად იყენებს და სურს სატერმინალო მომსახურება მიაბას მის ძირითად საქმიანობას -საპორტო მომსახურებას, რითაც ხელოვნულ მონოპოლიას ქმნის სატერმინალო მომსახურების სფროში და უნდა იმავე საქმიანობით დაკავებული ყველა სხვა საკონტეინერო ტერმინალი გააჩეროს.
 
ჯერ კიდევ 2011 წელს მთავრობამ ექსკლუზიური უფლება მისცა ფოთის პორტს, რომ მსუბუქი ავტომობილებით დატვირთული კონტეინერების სატერმინალო დამუშავება მოხდებოდა მხოლოდ პორტის მიერ დაფუძნებულ ტერმინალში. მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან კი "ეი პი ემ ტერმინალსის" გადაწყვეტილებით, ძალაში უნდა შესულიყო პორტის ახალი საპორტო და სატერმინალო მომსახურების ინტეგრირებული ტარიფები, რომლის შედეგადაც საკონტეინერო ხაზები და ტვირთის მფლობელები იძულებულნი იქნებოდნენ კონტეინერები მხოლოდ ბუნებრივი მონოპოლისტის, „ფოთის პორტის“ კუთვნილ სახმელეთო საკონტეინერო ტერმინალში დაემუშავებინათ. ამ გადაწყვეტილების მოქმედება კომპანიების მიმართვის შემდეგ კონკურენციის სააგენტოს მხრიდან ფოთის პორტის საქმიანობის მოკვლევის წარმოების დასრულებამდე შეჩერდა.

კომპანიები ამბობენ, რომ პორტი მათ ახალ ბარიერებს უქმნით. ,,პორტს აქვს არჩეული გზა, მდგომარეობა დაუმძიმოს საზღვაო ხაზებს და საოპერაციო ბარიერებს ქმნიან, რის საფუძველზეც წერენ ჯარიმებს. ისინი აიძულებენ ხაზებს პორტის მიერ დაფუძნებულ ტერმინალში მიიღონ მომსახურება", - აცხადებს ,,ისთგეით ჯგუფის’’ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დავით დავითაძე.

როგორც დავითაძე "ბიზნესკონტრაქტთან’’ აცხადებს, საზღვაო ხაზებს გადაწყვეტილი აქვთ მიმართონ პორტის მენეჯმენტს და მოითხოვონ პასუხი რის საფუძველზე ხდება მათი დაჯარიმება. თუ პორტისგან შესაბამისი პასუხი ვერ მიიღეს, ისინი გეგმავენ ისევ მიმართონ კონკურენციის სააგენტოს, რათა ერთობლივად გაუწიონ პორტში მიღებული გემების დამუშავებას მონიტორინგი.

დავით დავითაძის განცხადებით, თუ საპორტო მომსახურებას "ეი პი ემ ტერმინალსი’’ მიაბავს სატერმინალო მომსახურებას, უკონკურენტოდ დარჩება სატრანსპორტო დერეფანი, რაც პორტს საშუალებას მისცემს სატერმინალო მომსახურების ტარიფები გაზარდოს, ისე როგორადაც მოიქცა საპორტო მომსახურების შემთხვევაში. "2014 წლიდან 60%-ით აიწია ტარიფებმა, რაც ,,ეი პი ემ ტერმინალსი’’ დაეუფლ ფოთის პორტს. ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გაიზარდა ტარიფები. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მას სურს უალტერნატივო იყოს ბაზარზე და ტარიფებს გაზრდის სატერმინალო მომსახურების სფეროშიც’’-აცხადებს ისთგეით ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

"ბიზნესკონტრაქტი" "ეი პი ემ ტერმინალსაც’’ დაუკავშირდა, თუმცა მათ კომპანიების ბრალდებებზე საპასუხოდ მხოლოდ წერილობითი განცხადებით შემოიფარგლნენ.

"ჩვენ ველით, რომ აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები იმოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და შეწყვეტენ კანონით დადგენილ ფარგლებს გარეთ მიმდინარე აქციას. „ეი ფი ემ ტერმინალს ფოთი“ მომხმარებელს სთავაზობს ახალ, მიმზიდველ საპორტო მომსახურებას, რომელიც ხელს უწყობს ლოჯისტიკური ჯაჭვის განვითარებას და ქმნის ახალ შესაძლებლობებს მომხმარებლებისათვის’’-ნათქვამია მათ განცხადებაში.

მსუბუქი ავტომობილებით დატვირთული კონტეინერების დამუშავების ექსკლუზიურ უფლება სავარაუდოდ ფოთის პორტს აღარ შეუნაჩუნდება, რადგან პირველ ორ ინსტანციაში ტერმინალებმა ფოთის პორტს სასამართლო მოუგეს. რაც შეეხება ყველა კონტეინერის მომსახურების ფოთის პორტის ტერმინალში გადასვლის საკითხს, ამ გადაწყვეტილების გაბათილების ერთადერთ გზად კონკურენციის საააგენტოს დასკვნა რჩება.

Subscribe to our news

Get the main news of the day