Home
Category
TV Live Menu

სათხილამურო ტრასებზე თოვლმავლების მოძრაობა და ალკოჰოლის მოხმარება კანონით დარეგულირდება

56935c1eb47ac
BM.GE
11.01.16 11:33
1536
სამთო კურორტებზე, სასრიალო ტრასებზე უსაფრთხოების ნორმებს კანონმდებლობა დაარეგულირებს. შესაბამისი კანონპროექტის ინიციატორი ეკონომიკის სამინისტროა და მას მთავრობა სავარაუდოდ მომავალ სხდმაზე განიხილავს. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი, სანდრო ონოფრიშვილი "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას აცხადებს, რომ ახალი კანონის მიხედვით, ტრასებზე თოვლმავლები აიკრძალება, ალკოჰოლის მოხმარებაზე კი ლიმიტი იქნება დაწესებული. მისი თქმით სასრიალო ტრასებზე კონტროლს საპატრულო პოლიცია განახორციელებს.
 
"ჩვენი აზრით, თოვლმავლები სათხილამურო ტრასებზე სრულად უნდა აიკრძალოს. ტრასებზე მხოლოდ სამაშველო, საპატრულო და საბაგიროს თანამშრომლების თოვლმავლები უნდა დარჩეს. ბორნებისთვის შარშან სპეციალური ადგილი გვქონდა გამოყოფილი, თუმცა რადგან ეს კანონით არ რეგულირდებოდა, ისინი მაინც სათხილამურო ტრასებზე მოძრაობდნენ. კანონმდებლობის შეცვლის შემდეგ აუცილებლად დაწესდება ჯარიმები“, - განმარტავს ონოფრიშვილი.

მთის კურორტების განვითარების კომპანიაში განმარტავენ, რომ ე.წ. „სკი პატრულის“ ამოქმედება უახლოეს დღეებში ვერ მოხერხდება, თუმცა გუდაურშიც და ბაკურიანშიც პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მუშაობას მიმდინარე კვირიდან დაიწყებენ.

Subscribe to our news

Get the main news of the day