Home
Category
TV Live Menu

საუდის არაბეთის უმდიდრესი ოჯახი საქართველოში ინვესტირებით ინტერესდება

5a0ab5347105a
bm.ge
14.11.17 13:17
871
საქართველოს ელჩმა საუდის არაბეთში, გიორგი ჯანჯღავამ გამართა შეხვედრა სამეფოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ბიზნესმენ ქალბატონთან, Olayan Financing Co.-ის აღმასრულებელ დირექტორთან, ლუბნა ოლაიანთან (Lubna Olayan).

საელჩოს ცნობით, ქალბატონი ლუბნა, Forbes-ის მიერ ბოლო რამდენიმე წელიწადია სახელდება, როგორც არაბული სამყაროს ნომერი პირველი ყველაზე გავლენიანი ქალბატონი. ასევე Forbes-ის მიხედვით ოლაიანების ოჯახი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მდიდარია სამეფოში, რომლის მფლობელობაშია უმსხვილესი Olayan Group-ი. ოჯახის კაპიტალი 8 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება.

შეხვედრაზე ლუბნა ოლაიანს მიეწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ბიზნეს გარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. განხილულ იქნა ბოლო პერიოდში საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის საქმიანი ურთიერთობების მზარი დინამიკა. საუბარი შეეხო საუდელი ბიზნესმენების საქართველოთი დაინტერესებას და მათ მიერ ქვეყანაში უკვე განხორციელებულ ინვესტიციებს. შეხვედრის დასასრულს ქალბატონმა ლუბნამ გამოთქვა სურვილი მომავალ წელს, თავის ჯგუფთან ერთად ეწვიოს საქართველოს საინვესტიციო კლიმატისა და ქვეყნის უკეთ გაცნობის მიზნით.

Subscribe to our news

Get the main news of the day