Home
Category
TV Live Menu

საუდის არაბეთმა ეკონომიკური გარდაქმნის გეგმა - "ხედვა 2030" დაამტკიცა

5757c32304d03
BM.GE
08.06.16 11:01
1278
საუდის არაბეთის მთავრობის ეკონომიკურმა საბჭომ ეკონომიკის გარდაქმნის გეგმა დაამტკიცა. Euronews-ის ინფორმაციით, სტრატეგიული რეფორმის "ხედვა 2030"-ის ნაწილი ითვალისწინებს ეკონომიკური მოდელის ისეთ რეორგანიზაციას, რომელიც უმსხვილესი ნავთობმომპოვებელის ნავთობიდან მიღებულ შემოსავალზე დამოკიდებულებას შეამცირებს. რეფორმების აუცილებლობა ნავთობის ფასების კორექტირბამ გამოიწვია. 2015 წელს საუდის არაბეთის ბიუჯეტში დეფიციტის მოცულობა ქვეყნის მშპ-ს 16%-მდე გაზარდა. სავალუტო ფონდი წელს ბიუჯეტის დეფიციტს მშპ-ს 14%-ის ფარგლებში ვარაუდობს. რეფორმების ფარგლებში, საუდის არაბეთი გეგმავს სახელმწიფო სუბსიდიების შემცირებას, ქვეყანაში კერძო ინვესტორების მოწვევას და ეროვნული ნავთობკონცერნის Saudi Aramco ნაწილობრივ პრივატიზაციას.

Subscribe to our news

Get the main news of the day