Home
Category
TV Live Menu

საუდის არაბეთში ბენზინის ფასი 40 პროცენტით იზრდება

56825a7e01c90
BM.GE
29.12.15 13:20
1238
საუდის არაბეთი ქვეყანაში ბენზინის ფასს 40 პროცენტით ზრდის. Independent-ის ინფორმაციით, ქვეყანაში ბენზინის ფასების მატება გარდაუვალია.
 
სახელმწიფოს ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ საბიუჯეტო დეფიციტის შესამცირებლად, ქვეყანამ უნდა შეწყვიტოს ელექტროენერგიის, წყლისა და ბენზინის სუბსიდირება. საუდის არაბეთი მოსახლეობის სოციალური კეთილდღეობისთვის ფასებს ტრადიციულად დაბალ ნიშნულზე ინარჩუნებდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day