Home
Category
TV Live Menu

საუკეთესო ქვეყნები ემიგრანტებისთვის

58b8353a50e07
BM.GE
02.03.17 19:06
953
ორგანიზაციამ International ცხოვრების დონის მიხედვით, მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა. კვლევაში ის 21 ქვეყანაა მოცემული, რომელიც ცხოვრების ხარისხის მაღალი დონით გამოირჩევა.

შერჩევა რამდენიმე კრიტერიუმით მოხდა: პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და სოციო-კულტურული გარემო, ჯანდაცვა, განათლების სფერო, საჯარო სერვისები და ტრანსპორტი, რეკრეაცია, უძრავი ქონება და ბუნებრივი გარემო, ინფრასტრუქტურის განვითარება და ასევე ხელმისაწვდომი ფასები და ადამიანებს კარიერული ზრდის შესაძლებლობა.
InterNations-მა თავის ახალ მიმოხილვაში 14,3 ათას ემიგრანტს თხოვა 43 სხვადასხვა ასპექტის მიხედვით შეეფასებინა ქალაქი, რომლებშიც ისინი ცხოვრობენ და მუშაობენ. შეფასება 1-დან 7 ქულამდე უნდა განხორციელებულიყო. გამოკითხვაში მონაწილეობა 174 ეროვნების ადამიანმა მიიღო მსოფლიოს 191 ქვეყნის ტერიტორიაზე.

მსოფლიოში ცხოვრების საუკეთესო ხარისხის მიხედვით გამოყოფილი ქვეყნების სია ასეთია:

1. ტაივანი
2. ავსტრია
3. იაპონია
4. ესპანეთი
5. კოსტა-რიკა
6. მალტა
7. ჩეხეთი
8. სინგაპური
9. გერმანია
10. შვეიცარია
11. სამხრეთ კორეა
12. კანადა
13. ახალი ზელანდია
14. პორტუგალია
15. საფრანგეთი
16. ავსტრალია
17. ლუქსემბურგი
18. ეკვადორი
19. ფინეთი
20. უნგრეთი
21. დანია

Subscribe to our news

Get the main news of the day